top of page
Home: Welcome

WE BUILD YOUR DREAMS

Luni

Modern Bathroom

LUNI

კომპანია ლუნი იცავს თავის მომხმარებლებს სტრესისგან, რომელიც მუდმივი თანამდევია ინტერიერის დიზაინის, პროექტირების, დაგეგმვის, რემონტის და კონტროლის ეტაპების. ჩვენი სამუშაო პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე, ეფექტური და მაქსიმალურად სწრაფი. ვმუშაობთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ხარისხის დაზარალების გარეშე.

Home: Homepage_about

ჩვენი გუნდი

ჩვენი მთავარი აქტივი ჩვენი კომპანიის რეპუტაცია და  პროფესიონალების გუნდია. თითოეული პროექტი იქმნება ინდივიდუალურად მომხმარებლის სურვილების, მისი ოჯახის მოთხოვნილებების და უახლესი ტრენდების გათვალისწინებით.


ჩვენი პროფესიონალი, გამოცდილი მენეჯერების და ოსტატების რჩევები გეხმარებათ მასალების და აქსესუარების იოლად შერჩევაში.


ჩვენი უპირატესობა - მაღალი ოსტატობა, კონკურენტული ფასები და უმაღლესი ხარისხის შედეგი.  


„თუ თქვენ არ შეგიძლიათ რაიმეს დათვლა, მაშინ თქვენ ვერც მის მართვას შეძლებთ“ – Peter Drucker

Home: Inner_about

ფასეულობა

ჩვენი კომპანიის ფასეულობაა - ლიდერობა, ხარისხი, პროფესიონალიზმი, წესიერება, პარტნიორების პატივისცემა და ნდობა.

ამ ფასეულობებითაა გაჟღენთილი აბსოლუტურად ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

Luni---სურათი-2.jpg

მისია

ჩვენ ვქმნით თქვენს ოცნებებს. ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც შთაგონებულია ჩვენი მომხარებლების ხედვით და შექმნილია ჩვენი გამოცდილებით და ოსტატობით. კომპანია ლუნი მიისწრაფის  შეინარჩუნოს  ხარისხიანი, გამჭვირვალე და ერთიანი გარემო. რადგან ჩვენი წარმატება იზომება ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების ხარისხით.

ხედვა

Luni---სურათი-3.jpg

ყველაფერი რასაც ჩვენი კომპანია Luni აკეთებს ეფუძნება ჩვენს ხედვას შევცვალოთ სტერეოტიპი - "რემონტის კეთება ძალიან სტრესული, მომქანცველი, არაკონტროლირებადი პროცესია". 

ჩვენ ვფიქრობთ და ვმოქმედებთ განსხვავებულად. დარწმუნებული ვართ ამ სტერეოტიპს აუცილებლად  დავამსხვრევთ. რემონტის პროცესი ჩვენი კომპანიის მონაწილეობით არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, სწრაფი, მშვიდი და მისი ყველა ეტაპი სრულად გაკონტროლებული ჩვენი მომხმარებლების მიერ.

 

 

 

"სწრაფად, იაფად და კარგად -- ამ სამიდან ყოველთვის გვიწევს ორის არჩევა. თუ სწრაფად და იაფად, მაშინ კარგად არ იქნება. თუ იაფად და კარგად, სწრაფად არასდროს შესრულდება, ხოლო თუ კარგად და სწრაფად, მაშინ იაფად არ გამოვა. მაგრამ გახსოვდეს: ამ სამიდან მაინც ყოველთვის მოგიწევს ორის არჩევა” – Tom Waits

Luni---სურათი-1.jpg
Home: Service

სტანდარტი

ჩვენ ვიცავთ ხარისხის უმაღლეს სტანდარტს, როცა საქმე ეხება სამუშაო პროცესებს, მასალებს და ჩვენს მომსახურებას. ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ შესრულებულ ნამუშევარზე. მტკიცედ ვიცავთ ჩვენს ქვეყანაში დადგენილ შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესებს. უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე - არის ჩვენი გუნდის აღიარებული პროტოკოლი.

სიცხადე

ჩვენ გვწამს - რაც უფრო გამჭვირვალეა სამუშაო პროცესები და გაწეული ხარჯები, რაც უფრო ნათელი და გასაგებია დამკვეთისთვის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა თანდართული ქვითრებით, რაც უფრო დროულად ვაწვდით დამკვეთს ფოტო-ვიდეო მასალას კონტროლისთვის, მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი და ჩვენი თანამშრომლობაც უფრო მჭიდრო და გულწრფელია. ჩვენ ასევე პატიოსნად და სამართლიანად წარვმართავთ ურთიერთობას ჩვენს მომწოდებლებთან, მუშებთან და ოსტატებთან. 

კომუნიკაცია

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მომხმარებელთან პროექტის ყველა ეტაპზე, რაც ხელს უწყობს ჩვენს გუნდს მათი სურვილების და ხედვების ნათლად აღქმაში. ამ სპეციფიკაციებზე დაყრდნობით კომპანია ლუნი გრძნობს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების მიმართ მთელი პროექტის განმავლობაში. კომუნიკაციის ძლიერი არხი გარანტიაა იმის, რომ საბოლოო რეზულტატი ემთხვევა მომხმარებლის მოლოდინებს და უმრავლეს შემთხვევაში აჭარბებს კიდეც მათ. 

Home: Project
Home: Portfolio

პროექტები

მიმდინარე და დასრულებული

Home: Contact
სარემონტო ბინა 40 კვ.მ. - დიზაინ პროექტი
სარემონტო სამუშაოების წინასწარი ხარჯთაღრიცხვა

შპს ლუნი - კონტაქტი

Do you have a project in mind? Get in touch today and let our managers help get the job done right.

Your details were sent successfully!

კ. მარჯანიშვილის ქ. 19/21, თბილისი, საქართველო

568620025        591610025

WhatsApp +995599160025

  • facebook
  • twitter
  • instagram
  • youtube
bottom of page