top of page

ჩვენ შესახებ | Luni — ინტერიერის დიზაინი და სრული რემონტი საქართველოში

Luni არის საქართველოში მოქმედი ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ქმნის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს.

 

ჩვენ ვაერთიანებთ ინტერიერის დაგეგმარებას, დიზაინს, 3D ვიზუალიზაციასა და სრულ სარემონტო სამუშაოებს — იდეიდან საბოლოო შედეგამდე. თითოეულ პროექტზე დიზაინერები, ინჟინრები და სამშენებლო გუნდი ერთობლივად მუშაობენ, რათა ესთეტიკა, ფუნქციურობა და შესრულების ხარისხი ერთმანეთს შეესაბამებოდეს.

 

ჩვენი მიზანია, დამკვეთმა მიიღოს არა მხოლოდ ლამაზი ინტერიერი, არამედ კომფორტული, გამართული და ხანგრძლივ გამოყენებაზე გათვლილი სივრცე.

ჩვენი გუნდი

Luni-ს გუნდი აერთიანებს გამოცდილ დიზაინერებს, არქიტექტორებს, ინჟინრებსა და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს.

 

ჩვენ თითოეულ პროექტს ერთიანი ხედვით ვუდგებით — სივრცის დაგეგმარებიდან და დიზაინიდან საბოლოო შესრულებამდე. გუნდის წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ესთეტიკური, ფუნქციური და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული სივრცეები.

ჩვენ გვჯერა

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული პროექტი იწყება დამკვეთის საჭიროებების ყურადღებით მოსმენით და სრულდება სივრცით, რომელიც მის მოლოდინებს შეესაბამება.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე სამუშაო პროცესი, შეთანხმებული ვადები, დეტალებისადმი ყურადღება და ხარისხიანი შესრულება.

 

თითოეულ პროექტში ვაერთიანებთ ესთეტიკას, ფუნქციურობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რათა შექმნილი გარემო წლების განმავლობაში კომფორტული და აქტუალური დარჩეს.

ვქმნით ხარისხს და არა შთაბეჭდილებას

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავი, არამედ ხარისხიანი, ფუნქციური და ხანგრძლივ გამოყენებაზე გათვლილი სივრცეების შექმნა.

 

ყურადღებას ვაქცევთ როგორც ხილულ დეტალებს, ისე იმ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დასრულებული ინტერიერის მიღმა რჩება. ჩვენთვის ნამდვილი ხარისხი არის ესთეტიკის, საიმედოობისა და ყოველდღიური კომფორტის ერთიანობა.

სრულყოფილება მოითხოვს არჩევანს

image

ჩვენი გუნდი

l_edited_edited.jpg

გენერალური დირექტორი / დამფუძნებელი

არჩილ სარალიძე

received_1739051442813995_edited.jpg

კრეატიული და ფინანსური დირექტორი / დამფუძნებელი

ქეთევან ძაძამია

elena Xutsishvili_edited_edited.png

დირექტორი

ელენა ხუციშვილი

Emzari Svanidze_edited.jpg

უფროსი კონსულტანტი - ფილიალის დირექტორი  ვირჯინია, აშშ

ემზარ სვანიძე

WhatsApp Image 2025-07-02 at 17.09_edite

მთავარი ბუღალტერი

ელისო გვალია

დათო ჩაგანავა.jpeg

მარკეტინგის მენეჯერი

დათო ჩაგანავა

nini.jpg

პროექტების მენეჯერი

ნინი სარალიძე

WhatsApp Image 2025-07-02 at 16.57_edite

მომარაგების დეპარტამენტის უფროსი

ნანა შალიკიანი

თენგო ახალი ფოტო_edited_edited.jpg

ქუთაისის ფილიალის მენეჯერი

თენგო კუხალაშვილი

კახა კუჭავა.jpeg

ქუთაისის ფილიალის მენეჯერი

კახა კუჭავა

ბელა .jpeg

ბრენდ ამბასადორი - ქუთაისის ფილიალი

ბელა ჯინჭველაშვილი

შორენა.jpg

ბრენდ ამბასადორი - ქუთაისის ფილიალი

შორენა სვანიძე

ელენე_edited.jpg

ფინანსური მენეჯერი / 3D მოდელირება

ელენე კაპანაძე

Tako.jpg

ინტერიერის დიზაინერი

თაკო სარალიძე

დატქ.png

ლოჯისტიკის მენეჯერი

დათო კოპალიანი

გეგქქეგქგქეგქე_edited.jpg

გრაფიკული დიზაინერი / 3D მოდელირება

ლუკა კაპანაძე

ლუკა ედიშერაშვილი.jpeg

გრაფიკული დიზაინერი / 3D მოდელირება

ლუკა ედიშერაშვილი

Luka_edited.png

3D მოდელირება

ლუკა მამუჩიშვილი

ika samxaradze.jpg

ელექტრო და შრომის უსაფრთხოების ინჟინერი

ირაკლი სამხარაძე

Aleko_edited.jpg

ელექტრო ინჟინერი

ალეკო გაბელაია

DSC_0554.jpg

წამყვანი სპეციალისტი

გია კოპალიანი

Dato.jpg

წამყვანი სპეციალისტი

დათო გაბოძე

lado mumladze (1).jpg

წამყვანი სპეციალისტი

ლადო მუმლაძე

nugzari_edited.jpg

წამყვანი სპეციალისტი

ნუგზარი თაღორაშვილი

IMG_6940.JPG

პროექტის მენეჯერი აშშ

ზვიადი შანავა

როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები

  • ობიექტის არქიტექტურული დაგეგმარება -2D დიზაინი

  • ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და 3D ვიზუალიზაცია

  • ტექნიკური და საინჟინრო პროექტირება

  • ​სამონტაჟო / მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა დამკვეთთან ერთად

  • სარემონტო სამუშაოების დაწყება დამკვეთთან შეთანხმებული ტექნიკური პროექტის და გრაფიკის მიხედვით.

  • სამონტაჟო / მოსაპირკეთებელი მასალების შესყიდვა, მასალებზე კორპორატიული ფასდაკლება, ტრანსპორტირება, ობიექტზე შეტანა.

  • ყოველი ავანსის გახარჯვის შემდეგ ფინანსური ანგარიში.

  • ყოველი კვირის ბოლოს სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ანგარიში.

  • სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ფოტო და ვიდეო ანგარიში.

  • ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შეთანხმება დამკვეთთან WhatsApp ან Viber ჩატის საშუალებით. ჩვენ ვუფრთხილდებით დამკვეთთის ძვირფას დროს და ვზრუნავთ მის სიმშვიდეზე.

  • სამზარეულოს და ავეჯის დამზადება/მონტაჟი დამკვეთთან შეთანხმებული დიზაინის მიხედვით.

  • გარანტია რემონტზე = 2 წელი

  • გარანტია ელექტრო, სანტექნიკის, გათბობა/კონდიცირების და ვენტილაციის სამონტაჟო სამუშაოებზე = 5 წელი

     

ჩვენ ვახორციელებთ სრულ სარემონტო სამუშაოებს — პროექტირებიდან საბოლოო გასაღების ჩაბარებამდე. სამუშაოების თითოეულ ეტაპს აკონტროლებენ ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები და პროექტის მენეჯერები.

რას მიიღებთ რემონტის დასრულების შემდეგ?

  • გამართულ ელექტროობას, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებს;

  • ხარისხიანი მასალებით შესრულებულ კედლებს, იატაკსა და ჭერს;

  • პროექტის შესაბამისად მოწყობილ სამზარეულოსა და სველ წერტილებს;

  • ინდივიდუალურად შერჩეულ განათებასა და ინტერიერის დეტალებს;

  • ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით დამზადებულ და დამონტაჟებულ ავეჯს, პროექტით შეთანხმებული კომპლექტაციის შესაბამისად;

  • შესრულებული სამუშაოების ფინანსურ ანგარიშგებასა და პროცესის ფოტო-ვიდეო დოკუმენტაციას;

  • საბოლოოდ შემოწმებულ და დასუფთავებულ სივრცეს, რომელიც მზად იქნება ჩასაბარებლად.

დირექტორის ოთახი

კომპანია Luni 2016 წლიდან სთავაზობს კლიენტებს სრულ სარემონტო მომსახურებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

კომპანიის წარმატება ეფუძნება არა მხოლოდ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, არამედ პროფესიონალიზმისა და ხარისხისადმი დამოკიდებულებას.

ჩვენთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალურია. დამკვეთის საჭიროებების, ცხოვრების წესისა და სივრცის თავისებურებების გათვალისწინებით ვქმნით ფუნქციურ და ესთეტიკურ გარემოს, სადაც დიზაინი, კომფორტი და ხარისხი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

ჩვენ ვარემონტებთ სახლებს ისე, რომ მთელი პროცესი იყოს ნათელი და სასიამოვნო მოგონება თქვენს ცხოვრებაში.

პრემიუმ კლასის რემონტი — $750/მ²-დან

​ჩვენი Premium Renovation პაკეტი აერთიანებს მაღალი კლასის საინჟინრო და მოსაპირკეთებელ გადაწყვეტილებებს, პრემიუმ განათებას, სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობას, Daikin-ის არხულ კონდიცირებასა და ჭკვიანი სახლის ელემენტებს.

 

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია განათების სცენარების, კლიმატის მართვის, წყლის გაჟონვის სენსორების, უსაფრთხოების სიგნალიზაციის, ვიდეომეთვალყურეობისა და დისტანციური კონტროლის სისტემების ინტეგრაცია.

 

სისტემების კონკრეტული შემადგენლობა, ავტომატიზაციის დონე და საბოლოო ღირებულება განისაზღვრება დამკვეთის საჭიროებებისა და შეთანხმებული ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.

TB Homes LLC — Luni-ის ამერიკელი პარტნიორის ლოგო

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ში  -- TB Homes LLC

​ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი —  TB Homes LLC — ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ვირჯინია-ბიჩში (Virginia Beach) საქმიანობს.

 

ჩვენი თანამშრომლობა აერთიანებს Luni-ის გამოცდილებას ინტერიერის დიზაინსა და სარემონტო სამუშაოებში და TB Homes LLC-ის ადგილობრივ გამოცდილებას ამერიკულ ბაზარზე.

 

პარტნიორობის მიზანია საცხოვრებელი სივრცეების დაგეგმარებისა და მოწყობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარება, ხარისხიანი მომსახურებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით.

bottom of page