top of page

ბინის სრული რემონტი თბილისში და საქართველოში | LUNI

LUNI გთავაზობთ ბინის სრულ რემონტს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის რემონტს გასაღების ჩაბარებით. ჩვენი სარემონტო პაკეტების საწყისი ფასები ეფუძნება დაახლოებით 100 მ² ფართობის ბინის რეალურ პროექტს.

​

ბინის რემონტის საბოლოო ფასი განისაზღვრება ფართობის, არსებული მდგომარეობის, სამუშაოების მოცულობისა და შერჩეული მასალების მიხედვით. დეტალური ხარჯთაღრიცხვა მზადდება პროექტის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით.

​

მცირე ფართობის ბინებში რემონტის ღირებულება კვადრატულ მეტრზე, როგორც წესი, უფრო მაღალია, რადგან აბაზანის, ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა აუცილებელი საინჟინრო სისტემების ხარჯები ფართობის შემცირების პროპორციულად არ მცირდება.

premium

პრემიუმ ხარისხის რემონტი
$750 / კვ.მ-დან

classic

სტანდარტული ხარისხის რემონტი 
$450 / კვ.მ-დან

econom

ეკონომ ხარისხის რემონტი 
$350 / კვ.მ-დან

karkasi

პრემიუმ სარემონტო კარკასი
$250 / კვ.მ-დან

რეალური პროექტების ხარჯთაღრიცხვა

გთავაზობთ LUNI-ს მიერ მომზადებული რეალური პროექტების ხარჯთაღრიცხვების ნიმუშებს, რომლებიც ასახავს სხვადასხვა დანიშნულებისა და მასშტაბის ობიექტების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესს.

​

წარმოდგენილ დოკუმენტებში შეგიძლიათ გაეცნოთ სამუშაოების დეტალურ ჩამონათვალს, გამოყენებულ მასალებს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და რაოდენობებს, ასევე პროექტების მთლიან ბიუჯეტებს.

კომერციული ინფორმაციისა და დამკვეთთა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით დაფარულია ერთეულის ფასები, კომპანიის შიდა ხარჯები და დამკვეთთა საიდენტიფიკაციო მონაცემები.

​

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ პროფესიონალურად მომზადებული ხარჯთაღრიცხვის დეტალურობაზე, სამუშაოების მასშტაბსა და ბიუჯეტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

1. ფიტნესცენტრის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა

​

პროექტის ბიუჯეტი: 1,042,406.40 ₾

სარემონტო სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების დეტალური ჩამონათვალი. კომერციული ინფორმაციის დაცვის მიზნით ერთეულის ფასები დაფარულია.

2. საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვა

​

პროექტის ბიუჯეტი: 328,176.26 ₾  ბინის ფართობი: 139,10 კვ.მ.  

საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებისა და მასალების დეტალური ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე. კომერციული ინფორმაციის დაცვის მიზნით ერთეულის ფასები დაფარულია.

ფართის ინსპექტირება


ფართი 50 კვ.მ.-მდე

ფასი 250 ₾


ფართი 100 კვ.მ.-მდე

ფასი 500 ₾


ფართი 100 კვ.მ.-ზე მეტი

ფასი 500 ₾-დან

Luni-ს ფართის ინსპექტირების სერვისი დაგეხმარებათ უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობის პროფესიონალურად შეფასებაში — როგორც ბინის ან სახლის შეძენამდე, ისე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის წინ.
 

ინსპექტირებისას დეტალურად მოწმდება ძირითადი საინჟინრო სისტემები, სამშენებლო და კონსტრუქციული ელემენტები, არსებული დეფექტები და შესაძლო რისკები, რის საფუძველზეც მიიღებთ ობიექტის მდგომარეობის რეალურ სურათს.

სარემონტო სამუშაოების ვიდეოები

იხილეთ Luni-ს მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ვიდეოები — სამუშაო პროცესიდან დასრულებულ ინტერიერებამდე.

ვიდეოებში წარმოდგენილია ჩვენი პროექტების სხვადასხვა ეტაპი, ტექნიკური გადაწყვეტები და დასრულებული სივრცეები.

რემონტის ხელოვნება — სამუშაო პროცესი
00:59
რემონტის ხელოვნება — სამუშაო პროცესი
01:00
შარტავას 43 — თანამედროვე ბინის ინტერიერი და რემონტი
01:49
თანამედროვე ოფისის ინტერიერი — LUNI
01:00
bottom of page