ინტერიერის დიზაინი თბილისში | Luni
ინდივიდუალური ინტერიერის დიზაინი, სივრცის დაგეგმარება და 3D ვიზუალიზაცია — იდეიდან სრულყოფილ პროექტამდე.


დიზაინის სტუდია
ქეთი ძაძამია — კომპანია Luni-ს კრეატიული დირექტორი, რომლის გემოვნება, პროფესიული ხედვა და გამოცდილება განსაზღვრავს Luni Design Studio-ს ხელწერას.
დიზაინის სფეროში მან განათლება მიიღო ორ საერთაშორისო აკადემიაში — New York Institute of Art + Design და Florence Design Academy. ამერიკული პრაქტიკული მიდგომისა და იტალიური ესთეტიკური ტრადიციის შერწყმა მის ნამუშევრებში ქმნის ფუნქციურ, დახვეწილ და ინდივიდუალურ ინტერიერებს.
ქეთის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი მინიმალიზმით, კომპოზიციური სიზუსტით, ფუნქციურობითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
ქეთი პირადად ხელმძღვანელობს თითოეული პროექტის შემოქმედებით პროცესს — კონცეფციისა და სივრცის დაგეგმარებიდან მასალების, ფერებისა და ავეჯის შერჩევამდე — რათა საბოლოო ინტერიერი ასახავდეს მფლობელის ინდივიდუალურ სტილს, საჭიროებებსა და ცხოვრების რიტმს.
2023 წლიდან Luni არის ამერიკის ინტერიერის დიზაინის ორი პროფესიული ორგანიზაციის — ASID-ისა და IFDA-ის — International Partner.






.png)

